გამოსვლის წელი: 2008 ჟანრი: დოკუმენტური, ისტორიული, პოლიტიკური ენა: ქართულ ენაზე რუსთავი 2–ის გახმოვანებით რეჟისორი: ედვინს სნორი
ფილმის შესახებ:დოკუმენტური ფილმში ასახულია კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც ... საკუთარი ხალხი შიმშილით ამოხოცა კლასობრივი თანაფარდობის მიზნით (დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი) ... ნაცისტებს დაეხმარა ებრაელების(არა მარტო) განადგურებაში ... სცადა ლატვიელი(არა მარტო) ხალხის გადაგვარება ... მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სურსათით და ტყვია–წამალით ნაცისტებს ეხმარებოდა, როცა ამ დროს საკუთარი ხალხი შიმშილით იხოცებოდა ... ბოლო–ბოლო კომუნისტური რეჟიმი ნაცისტური რეჟიმისგან იდეოლოგიურად არაფრით განსხვავდებოდა ... და კიდევ უამრავი რამ
ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, გერმანიაში, საფრანგეთშ, დიდ ბრიტანეთში და ბელგიაში. დოკუმენტური მასალები და არქივები შეგროვილ იქნა რეჟსორის მიერ, რომელმაც ამ ყველაფერს დაახლოებით 10 წელი მოანდომა. ფილმი "საბჭოთა ისტორია" უკვე კრიტიკოსებმა შერაცხეს როგორც ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური დოკუმენტური ფილმი. მეტიც, ამ ფილმს უკვე პოლიტიკური გააქტიურებაც მოყვა. კერძოდ: ლატვიელებმა სარჩები შეიტანეს ევროპის სასამართლოში მოთხოვნით, რომ რუსეთმა აღიაროს ლატვიელების წინააღმდეგ აგრესია. ასევე უკრაინელები მოითხვენ 1932–1933 წლების გამოძიებას, რომლის პერიოდში სტალინის ბრძანებით ერთ წელში 7 მილიონი უკრაინელი დაიხოცა შიმშილით!
DOWNLOAD ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, ვიდეო მასალებზე, ექსპერტებზე, არქივებზე, იმ ხალხის მონაყოლზე, რომელთაც თავის თავზე გამოსცადეს საბჭოთა რეჟიმი. ფილმი ასახულია საბჭოთა დანაშაულებების მხოლოდ ნაწილი, რისი ფაქტების მოძიებაც რეალურად შეძლეს. ხოლო დანარჩენ დანაშაულებებს ალბათ არასოდეს აეხდება ფარდა....