უვერტიურა ჟანრი: დოკუმენტური, ქართული
წელი: 1999
რეჟისორი: ლელა წიფურია
სტუდია: სტუდია აუდიენცია
ფილმი ეძღვნება თეატრისა და კინოს ინსტიტუტს, სადაც გაიზარდა საქართველოს ფაქტობრივად ყველა თეატრალი და ამჟამად მოღვაწე კინემატოგრაფისტების უმეტესობა. ფილმში ნაჩვენებია ინსტიტუტის შექმნის ისტორია მუნჯი კინოს ესთეტიკით, აგრეთვე სასწავლო პროცესი. ფილმი არის საფრანგეთის ბიარიცის საერთაშორისო სატელევიზიო ფილმების ფესტივალის მონაწილე და მ. თუმანიშვილის სახელობის ფესტივალის "საჩუქარის" მონაწილე.
|